მარწყვის სამბუქი

მარწყვის სამბუქი ძალიან ჰაეროვანი და ტკბილი დესერტია. უნაზესი ტექსტურა აქვს, თითქოს პირში დნებაო. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • მარწყვი  220გრ;
  • შაქარი  50გრ;
  • ჟელატინი  10გრ;
  • კვერცხის ცილა  2ც;
  • წყალი  3-4ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ მარწყვი, ყუნწები მოვაცილოთ, საწურზე დავდოთ. შემდეგ დავაყაროთ შაქარი და დავაბლენდეროთ. ჟელატინი წყალში გავხსნათ და 7-8 წთ დავაყოვნოთ. მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, დავამატოთ მარწყვი და ფრთხილად ამოვურიოთ. ჟელატინი 60 გრადუსამდე შევათბოთ, რომ ბოლომდე გაიხსნას, დავამატოთ მარწყვიან მასას, ამოვურიოთ. სამბუქი პატარა სადესერტეებში გადავანაწილოთ და მაცივარში შევდგათ 1-1,5სთ.  გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო