მარწყვის ტყლაპი

ცოტა გაგიკვირდათ, ხომ? არადა ისეთი საუცხოო, არომატული და გემრიელი გამოდის, სულ მოგინდებათ მისი მომზადება, თან მარწყვი ასეთ ამპლუაში ძალიან საინტერესოა. დამზადების დრო: 4 სთ.

ინგრედიენტები:

  • მარწყვი  250გრ;
  • ლიმონის წვენი  1ს/კ;
  • შაქარი  2-3ს/კ;
  • მომზადების წესი:

გავრეცხოთ მარწყვი, ყუნწები მოვაცილოთ, შევაშროთ და დავაბლენდეროთ. დავამატოთ შაქარი და ლიმონის წვენი, დავდგათ ცეცხლზე. თან ვურიოთ, 10 წთ ვადუღოთ. შემდეგ ეს მასა გადავიტანოთ პერგამენტჩაფენილ საცხობ ფორმაში, შევდგათ 80 გრადუსზე ღუმელში 3-4 სთ და გამოვაშროთ. მარწყვის ტყლაპი გავაცივოთ და დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო