მექსიკური სალათი მაკარონით

მექსიკური სალათი მაკარონით საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება. გემრიელია, წვნიანი. სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 15 წთ. ულუფა: 12ც.

ინგრედიენტები:

  • მაკარონი  500გრ;
  • ხახვი  0,5თ;
  • სიმინდის ტარო  2ც;
  • პომიდორი  2-3ც;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • ქინძი  1კონა;
  • ნიორი  1კბილი;
  • ძირა  1/2ჩ/კ;
  • ლობიოს კონსერვი  1ქილა;
  • უკურკო შავი ზეთისხილი  50გრ;
  • არაჟანი  2ს/კ;
  • მაიონეზი  1ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ცხარე სოუსი “სალსა”  1ს/კ;

მომზადების წესი:

მაკარონი მოვხარშოთ მარილწყალში. წვრილად დავჭრათ ხახვი. სიმინდი შევწვათ ან მოვხარშოთ, გამოვაცალკევოთ მარცვლები. პომიდორი წვრილ კუბიკებად დავჭრათ. დავკეპოთ ზეთისხილი, გადავწუროთ ლობიო.  საკმაზი:არაჟანი, მაიონეზი, “სალსა” ერთად ავურიოთ. დავამატოთ სუნელები, დაჭყლეტილი ნიორი. ყველაფერი ჯამში მოვათავსოთ და საკმაზი დავასხათ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მწვანე ხახვი, ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო