მიდიები ბელგიურად

ორიგინალური და გემრიელი კერძია, ვისაც ზღვის პროდუქტები უყვარს, აუცილებლად უნდა სცადოს მიდიები ბელგიურად. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 8.

ინგრედიენტები:

  • ნედლი მიდიები  1კგ;
  • კარაქი 3ს/კ;
  • ხახვი  2თ;
  • ნიორი  2კბილი;
  • ბეგქონდარა  1/2ჩ/კ;
  • სახამებელი  2ჩ/კ;
  • კამა  1ს/კ (დაჭრილი);
  • ნაღები  3/4ჭ;

მომზადების წესი:

დიდ ქვაბში გავადნოთ კარაქი, შევწვათ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. დავამატოთ გასუფთავებული მიდიები. დავასხათ წყალი, 5-10 წთ ვადუღოთ, სანამ მიდიები არ გაიხსნება. გადმოვიტანოთ ლანგარზე და გავაცივოთ. ნახარშში ჩავამატოთ ნაღები, წყალში გახსნილი სახამებელი, სუნელები და ავადუღოთ. როცა ოდნავ გასქელდება, მიდიების ნახევარი დავამატოთ. ნახევარი კარტოფილ ფრისთან ერთად გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო