მილაკები ყველიანი მაკარონით

საინტერესო რეცეპტია, კერძი ლამაზადაა წარმოდგენილი, უგემრიელესია. წახემსების იდეალური ვარიანტია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი  250გრ;
  • მოხარშული მაკარონი  350გრ;
  • ბეკონი  150გრ;
  • მაგარი სახეობის ყველი  150-180გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • კარაქი  50გრ;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • რძე  300მლ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ფენოვანი ცომი 15წთ უნდა დავაყოვნოთ, მოვხარშოთ მაკარონი, ჩავრთოთ ღუმელი. ფოლგისაგან კონუსისებური ფორმები გავაკეთოთ. ფენოვანი ცომი 2სმ სიგანის ზოლებად დავჭრათ და კონუსებს შემოვახვიოთ. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში 25-30 წთ 180 გრადუსზე. დავჭრათ ბეკონი და ოდნავ შევბრაწოთ, ცოტა მარილი მოვაყაროთ. ქვაბში გავალღოთ კარაქი, დავამატოთ ფქვილი, კარგად მოვურიოთ, დავასხათ რძე და დაბალ ცეცხლზე მოვადუღოთ სოუსი, გამუდმებით ვურიოთ. როცა სოუსი გასქელდება, გახეხილი ყველი დავამატოთ, კარგად ამოვურიოთ, რომ ყველი თანაბრად გადანაწილდეს, შემდეგ მაკარონი დავაყაროთ, მოვურიოთ და ბოლოს ბეკონი (ცოტა გადავდოთ). გავაცივოთ მილაკები, ამოვავსოთ მაკარონიანი გულსართით და ბოლოს დაჭრილი ბეკონი დავაწყოთ. მილაკები ყველიანი მაკარონით შეგვიძლია მწვანე ხახვით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო