
მინი-პიცა “ლოკოკინები” ძალიან პრაქტიკული, პატარა, უგემრიელესი პიცებია. ფენოვანი ცომით ცხვება. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 4-5.
ინგრედიენტები:
- ფენოვანი ცომი 250-300გრ;
- შებოლილი ძეხვი 70-80გრ;
- მაგარი ყველი 60გრ;
- კეტჩუპი 2-3ს/კ;
- მაიონეზი 30-40გრ;
მომზადების წესი:
ძეხვი პატარა კუბიკებად დავჭრათ. გავხეხოთ ყველი. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, წავუსვათ კეტჩუპი. ზემოდან თანაბრად გადავანაწილოთ ძეხვი და გახეხილი ყველი. გადავახვიოთ რულეტისებურად, დავჭრათ 2 სმ სიგანის ნაჭრებად, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, მოვასხათ მაიონეზი, შევდგათ 220გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება