მოხარშული კარპი

სასარგებლო, გემრიელი, ნაზი და არომატული გამოდის. მოხარშული კარპი საუცხოო ვახშმის შესანიშნავი იდეაა. დამზადების დრო: 1 ს. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • კარპი  1,5კგ;
  • ხახვი  2თ;
  • დაფნის ფოთოლი  2ც;
  • შავი პილპილის მარცვლები  3-5ც;
  • მარილი, ძმარი გემოვნებით;
  • სტაფილო, პომიდორი, კარტოფილი  თითო ც;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ თევზი. ხარშვის წინ 4-5 ს/კ ძმარი გადავავლოთ. მოვამზადოთ ბოსტნეულის ნახარში: დაჭრილი სტაფილო, პომიდორი და კარტოფილი წყალში ჩავყაროთ და ცეცხლზე დავდგათ, დავამატოთ დაფნა, მარილი, პილპილი. თევზი ლითონის ბადეზე დავდოთ და ქვაბში ისე ჩავდოთ. წყალი ადუღებული არ უნდა იყოს, რომ თევზი არ ჩაიშალოს. 20 წთ შემდეგ გადმოვიღოთ. გემრიელად მიირთვით სასურველ გარნირთან ერთად.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო