მოშუშული სტაფილო

გემრიელი და სასარგებლო კერძია. მოშუშული სტაფილო ვიზუალურადაც ლამაზია. დამზადების დრო: 1 სთ 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • სტაფილო  7-8ც;
  • ხახვი  3ც;
  • პომიდორი  2ც;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  0,5ჭ;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ხახვი წვრილად დავჭრათ. სტაფილო გავხეხოთ, პომიდორს მდუღარე წყალი დავასხათ, კანი მოვაცილოთ და დავჭრათ, გავაცხელოთ ზეთი და ჯერ ხახვი მოვშუშოთ, დავამატოთ სტაფილო, ბოლოს პომიდორი და ვშუშოთ. დავაყაროთ მარილი და პილპილი, თუ ოდნავ მშრალია მასა, შეგვიძლია დავასხათ წყალი და 15-20 წთ ვშუშოთ. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი, სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო