“მთვრალი” ვაშლები

“მთვრალი” ვაშლები დახვეწილი, უგემრიელესი დესერტია. უსწრაფესად და უმარტივესად მზადდება. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • ვაშლი  6ც;
  • ტარხუნა 1 ტოტი;
  • კარაქი  60გრ;
  • შაქარი  60გრ;
  • წითელი ნახევრადტკბილი ღვინო  6ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ვაშლი და ტარხუნა. ვაშლი მრგვლად ამოვჭრათ, თესლები მოვაცილოთ, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა, შაქარი, კარაქი და ღვინო. ვაშლები კექსის ფორმებში ჩავაწყოთ, შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში და 40-45 წთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო