მწვანე ლობიო ზამთრისათვის

მწვანე ლობიო ძალიან სასარგებლოა, შეიცავს მინერალებს, ნახშირწყლებს, ფოლიუმის მჟავას და სხვ. ამ რეცეპტით შენახული ლობიოსაგან კი მრავალნაირი კერძის მომზადება შეიძლება. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები;

  • მწვანე ლობიო  250გრ;
  • ლიმონმჟავა  1,5ჩ.კ
  • წყალი  500მლ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ლობიო, დავტეხოთ და გასტერილიზებულ ქილაში ჩავაწყოთ. ავადუღოთ წყალი ლიმონმჟავასთან ერთად, მჟავა ბოლომდე უნდა გაიხსნას. დავასხათ მდუღარე ხსნარი ქილას, მოვხუფოთ, შევფუთოთ. მწვანე ლობიო ზამთრისათვის გრილ და ბნელ ადგილას შევინახოთ.

 

1 კომენტარები

  1. მარილი არ უნდა? ან ერთხელ ანადუღარ წყალში რამდენად შეინახება ეჭვი მეპარება. ლობიო კონსერვში საკმაოდ პრეტენზიულია

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო