აჯიკა მრავალნაირად მზადდება. საინტერესო და ორიგინალურია მწვანე პომიდვრითაც. გემრიელი, ცხარე გამოდის. დამზადების დრო: 1 სთ.
ინგრედიენტები:
- მწვანე პომიდორი 3,5კგ;
- ოხრახუში, კამა თითო კონა;
- წითელი ბულგარული წიწაკა 500გრ;
- წითელი ცხარე წიწაკა 200გრ;
- ნიორი 300გრ;
- წითელი პომიდორი 500გრ;
- ხმელი სუნელი 50გრ;
- მარილი გემოვნებით;
- ზეთი 50 გრ;
მომზადების წესი:
გავრეცხოთ პომიდორი (წითელი), ორივე სახეობის წიწაკას მოვაცილოთ ყუნწები, გავრეცხოთ და ყველაფერი გავატაროთ ხორცსაკეპში. გარჩეული ნიორიც გავატაროთ. დავამატოთ მარილი, ხმელი სუნელი, ზეთი და ავურიოთ. მწვანე პომიდორი გავრეცხოთ და ოთხად დავჭრათ. დავამატოთ გატარებულ მასას, დავდგათ ცეცხლზე, ავადუღოთ, ვადუღოთ 20 წთ. თან ვურიოთ პერიოდულად. ბოლოს დავამატოთ გარეცხილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი. მზა მწვანე პომიდვრის აჯიკა გადავანაწილოთ გასტერილიზებულ ქილებში, მოვხუფოთ, გავაცივოთ და შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება