მწვანე სალათი ბოლოკით

მწვანე სალათი ბოლოკით ნაზი, წვნიანი, ხრაშუნა და უგემრიელესი გამოდის. ისეთი მარტივია, ბავშვიც კი მოამზადებს. დამზადების დრო: 20 წთ. ულუფა: 2-3.

ინგრედიენტები:

  • კიტრი  1-2ც;
  • ბოლოკი  100გრ;
  • სალათის ფოთლები  100გრ;
  • მწვანე ხახვი  100გრ;
  • კამა  5გრ;
  • ზეთი  30მლ;
  • ვაშლის ძმარი  1ს/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. კიტრი თხლად დავჭრათ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მრგვლად და თხლად დაჭრილი ბოლოკი. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, დავამატოთ დატეხილი სალათის ფოთლები. შევკაზმოთ ზეთით და ვაშლის ძმრით. მარილი და პილპილი დავამატოთ და ამოვურიოთ. შეგვიძლია გარნირის სახითაც გავიტანოთ სუფრაზე ქათმის ხორცთან ან შემწვარ თევზთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო