
ეს კერძი სწრაფად და მარტივად მზადდება. მწვანე წიწიბურას სუპი ნოყიერი, გემრიელი და სასარგებლო წვნიანია. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 2-3.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 120გრ;
- ვერმიშელი 120გრ;
- მწვანე წიწიბურა 60გრ;
- სტაფილო, ხახვი 30-30 გრ;
- მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით;
- ზეითუნის ზეთი 2-3ს/კ;
მომზადების წესი:
ქათმის ფილე დავდგათ მოსახარშად, დავამატოთ მწვანილი, დაფნის ფოთოლი. ცალკე მოვხარშოთ ვერმიშელი, გადავწუროთ. ზეთში ოდნავ მოვხალოთ წიწიბურა, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. სტაფილო, ხახვი და მოხარშული ფილე გრძლად დავჭრათ, ზეთში მოვშუშოთ, ჩავამატოთ ბულიონს, ასევე დავამატოთ წიწიბურა და ვერმიშელი. 10 წთ ვადუღოთ და დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება