მუხუდოს (ნუტის) სალათი კაპერსებით

ნოყიერი, საუცხოო, პიკანტური სალათია. გემრიელი ვახშმის კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 10 წთ. ულუფა: 2.

ინგრედიენები:

  • მუხუდო (ნუტი)  250-300გრ (მოხარშული ან დაკონსერვებული);
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1/2ც;
  • მჟავე კიტრი  4-6ც;
  • კაპერსი  1-2ს/კ;
  • მწვანე ხახვი  1/4 კონა;
  • მაიონეზი  3ს/კ;
  • მდოგვი  1ჩ/კ;
  • ლიმონის წვენი, მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

დავაქუცმაცოთ მუხუდო. მასა არაერთგვაროვანი უნდა იყოს, მთელი მარცვლებით. ბულგარული, კაპერსები, მჟავე კიტრი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. დავამატოთ მუხუდოს. მოვასხათ მაიონეზი, ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილით და პილპილით შევანელოთ და ამოვურიოთ. მუხუდოს (ნუტის) სალათი კაპერსებით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო