მურაბით მომზადებული მარმელადი

მარმელადი თითქმის ყველას უყვარს. უგემრიელესი დესერტია, თან სახლში თუ მოამზადებთ, მის ხარისხშიც არ შეგეპარებათ ეჭვი. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • მურაბა  500გრ (გემოვნებით);
  • ჟელატინი  40გრ;
  • წყალი, შაქარი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ჟელატინს დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და დავაყოვნოთ. მურაბა (უკურკო) დავაბლენდეროთ და შემდეგ საცერში გავცრათ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. ამ მასას ჟელატინი დავამატოთ და დავდგათ ცეცხლზე შესათბობად. ვადუღოთ 2-3 წთ. მზა მარმელადი ფორმებში ჩავასხათ და დავდგათ გასაცივებლად. მურაბით მომზადებული მარმელადი შაქრის პუდრით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო