მუჟუჟი

ეს რეცეპტი ოდნავ განსხვავდება კლასიკურისაგან, თუმცა მთავარი წესები აქაც დაცულია! მუჟუჟი გამოდის უგემრიელესი, განსაკუთრებით მამაკაცებს მოსწონთ. დამზადების დრო: 19 სთ.

ინგრედიენტები:

  • ღორის ფეხები  3-4ც (1700გრ);
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვის ფურცლები  1კონა;
  • შავი პილპილის მარცვლები  5ც;
  • დაფნის ფოთოლი  1-2ც;
  • სურნელოვანი პილპილის მარცვლები  5ც;
  • მარილი  გემოვნებით;
  • ღვინის ძმარი  50მლ (500მლ ნახარშზე);
  • ნიორი  2-3კბილი;
  • ქინძი  1/2კონა;
  • წყალი  2ლ;

მომზადების წესი:

წინა ღამით ღორის ფეხები ძმრიან წყალში ჩავალბოთ. დილით გადავწუროთ, კარგად გავფხიკოთ, განსაკუთრებით ნაკეცებში, გავრეცხოთ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ. წამოვადუღოთ და 15 წთ ვადუღოთ. წყალი გადავწუროთ, ფეხები კიდევ გავრეცხოთ, შემდეგ დავასხათ წყალი, დავამატოთ მთლიანი გარჩეულ-გარეცხილი ხახვი, ასევე გარეცხილი ხახვის ფურცლები, სტაფილო, დაფნა და ორივე სახეობის პილპილი. დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 3 სთ. მოვაყაროთ მარილი და კიდევ 1 სთ ვხარშოთ. ამოვიღოთ ხორცი, ოდნავ გავაცივოთ და ძვლები მოვაცილოთ. წვრილად დაჭრა არ უნდა. გარეცხილი ქინძი და ნიორი წვრილად დავკეპოთ, ნიორი დავამატოთ ნახარშს, მარილზე გავსინჯოთ. ხორცი ჩავაწყოთ სასურველ ფორმაში, დავასხათ ცოტა ძმარი, დავაყაროთ ქინძი, 15-20 წთ დავაყოვნოთ. დავასხათ ნახარში და მაცივარში შევდგათ 1დღით. მუჟუჟი სუფრაზე ამობრუნებული სახით გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო