მზესუმზირას ჰალვა თხილით

ჰალვის ყიდვა ნებისმიერ მარკეტში შეიძლება, მაგრამ სახლში მომზადებული მაინც სულ სხვაა! მზესუმზირას ჰალვა თხილით ზომიერად ტკბილი, სასიამოვნო გემოს დესერტია. სცადეთ! დამზადების დრო: 3 სთ. ულუფა: 12.

ინგრედიენტები:

  • თხილი  100გრ;
  • გარჩეული მზესუმზირა  100გრ;
  • ფქვილი  160გრ;
  • ზეთი  80მლ;
  • შაქარი  200გრ;
  • წყალი  75მლ;

მომზადების წესი:

მოვხალოთ თხილი, კანი მოვაცილოთ. იმავე ტაფაში მოვხალოთ მზესუმზირას მარცვლები, თხილთან ერთად დავაქუცმაცოთ ბლენდერში. იგივე ტაფაში მოვხალოთ ფქვილი, დავამატოთ დაქუცმაცებული თხილი და მზესუმზირა. გავაცხელოთ წყალი, დავამატოთ შაქარი, ავურიოთ, სიროფი მოვადუღოთ, დავამატოთ ზეთი და ცეცხლი გამოვრთოთ.  დავამატოთ ფქვილიანი  ნარევი და ავურიოთ. ავიღოთ რაიმე ფორმა, ცელოფანი ჩავაფინოთ და ჰალვის მასა ჩავასხათ. გადავაფაროთ ცელოფანი და მაცივარში შევდგათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო