მჟაუნა კვერცხით

მჟაუნა კვერცხით პიკანტური გემოს მსუბუქი კერძია. კარგი იდეაა საუზმისათვის. დამზადების დრო: 15 წთ. ულუფა: 1-2.

ინგრედიენტები:

  • მჟაუნა  150გრ;
  • კვერცხი  3ც;
  • რძე  100მლ;
  • კარაქი  50გრ;
  • მარილი  1-2 მწიკვი;
  • შავი დაფქული პილპილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

მჟაუნა გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ცხელ ტაფაში ჩავდოთ კარაქი, დავამატოთ დაჭრილი მჟაუნა და თავდახურული ვშუშოთ რამოდენიმე წთ, საშუალო ცეცხლზე. რძეში ჩავახალოთ კვერცხი, მარილი და პილპილი დავამატოთ და ავთქვიფოთ. ეს მასა დავასხათ მჟაუნას, თავზე დავაფაროთ და შევწვათ. კერძი სუფრაზე არაჟანთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო