მჟაუნას სუპი ძროხის ხორცით

მჟაუნას სუპი ძროხის ხორცით თან მსუბუქია და თან ნოყიერი. გემო კი თავად განსაჯეთ. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ხორცი  300გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • კარტოფილი  2ც;
  • კამა, ოხრახუში, მჭვანე ხახვი  გემოვნებით;
  • მჟაუნა  1კონა;
  • კვერცხი  2ც;
  • არაჟანი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხორცს 3ლ წყალი დავასხათ და დავდგათ მოსახარშად. როცა ადუღდება, დავუწიოთ ცეცხლს, ქაფი მოვხადოთ, 1 სთ ვხარშოთ. კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ, მჟაუნა და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო მრგვლად. ხორცს ჯერ კარტოფილი დავამატოთ, 10 წთ შემდეგ –  დანარჩენი დაჭრილი ინგრედიენტები. 5 წთ შემდეგ მარილი და პილპილი დავამატოთ, ავურიოთ, ხორცი ამოვიღოთ, პატარა ნაჭრებად დავჭრათ და ისევ ქვაბში ჩავაბრუნოთ. კვერცხი მოვხარშოთ, გავარჩიოთ და კუბიკებად დავჭრათ. დავაწყოთ თეფშებში, დავასხათ მზა სუპი, დავამატოთ არაჟანი და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო