მჟაუნას სუპი ლობიოთი

მჟაუნას სუპი ლობიოთი გემრიელი, სასარგებლო, ნოყიერი კერძია. დამზადების დრო: 3 სთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ძვლიანი ხორცი  500გრ;
  • ლობიო  300გრ;
  • მჟაუნა  1კონა;
  • კარტოფილი  3-4ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი 1თ;
  • წითელი ბუგარული წიწაკა  1ც;
  • კამა, ოხრახუში, დაფნის ფოთოლი  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი, სხვა სუნელები   გემოვნებით;
  • ზეთი  4ს/კ;
  • არაჟანი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ლობიო წინა ღამეს ჩავალბოთ ან 2 სთ მაინც. მოვხარშოთ ძვლიანი ხორცი, ხარშვისას დავამატოთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები. წვრილად დაჭრილი ხახვი და  გახეხილი სტაფილო ზეთში მოვხრაკოთ. მზა ბულიონს დავამატოთ ლობიო, 20 წთ შემდეგ კი  დაჭრილი კარტოფილი, მოხრაკული ბოსტნეული, ბოლოს – დაჭრილი მჟაუნა. დავამატოთ მარილი და პილპილი, 8 წთ ვადუღოთ. როცა კერძი მზად იქნება, წვრილად დაჭრილი მწვანილი დავამატოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო