მჟაუნას სუპი ყველით

მჟაუნას სუპი ყველით სწრაფად და მარტივად მზადდება, გემრიელია, მსუბუქია, სასიამოვნო არომატი დაჰკრავს. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • მჟაუნა  400გრ;
  • ხახვი  1თ;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • ნიორი  2კბილი;
  • კარტოფილი  2ც;
  • კარაქი  25 გრ;
  • არაჟანი  100გრ;
  • ყველი   150გრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ მჟაუნა, მწვანე ხახვი, დავფერთხოთ. მჟაუნა ქაღალდის ხელსახოცით შევამშრალოთ. მოვამზადოთ კარტოფილი, ხახვი, ნიორი. კარტოფილი და ხახვი კუბიკებად დავჭრათ, ნიორი დავკეპოთ. ყველაფერი კარაქში მოვშუშოთ. დავამატოთ წყალი (1ლ), ავადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და 5 წთ ვადუღოთ. დავამატოთ მჟაუნა და კიდევ 5 წთ ვადუღოთ. შემდეგ ეს მასა დავაბლენდეროთ, სუპი ნაზი და ჰაეროვანი რომ გამოვიდეს, მასა საცერში გავატაროთ და წამოვადუღოთ. გავაცივოთ, დავამატოთ არაჟანი, მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. ყველი კუბიკებად დავჭრათ, მწვანე ხახვი – წვრილად და დავამატოთ კერძს. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო