ნამდვილი თათრული ვაკ ბელიაში

თათრული სამზარეულო საინტერესოა და განსხვავებული. ბელიაშიც ხომ თათრული ღვეზელია. არის ფუმფულა და უგემრიელესი. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2ჭ;
  • კვერცხი  2ც;
  • კეფირი  120მლ;
  • კარაქი  150გრ ( 100გრ ცომში, 50 გრ გამოსაცხობად);
  • მარილი  2-2,5ჩ/კ ( 1 ჩ/კ ცომში, დანარჩენი ფარშში);
  • ფარში  500გრ;
  • კარტოფილი  3ც;
  • ხახვი  2თ;
  • სანელებლები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავცრათ ფქვილი, გავხეხოთ კარაქი, დავამატოთ მარილი, შაქარი, ათქვეფილი კვერცხი, დავასხათ კეფირი და ცომი მოვზილოთ. უნდა გამოვიდეს მკვრივი, გადავაფაროთ და „დავასვენოთ“. ფარშს დავამატოთ მარილი, სანელებლები, გარჩეული, გარეცხილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, გათლილი, გარეცხილი, წვრილ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ. ცომი გავყოთ პატარა ბურთულებად (9 ც გამოვიდა). გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ 2 ს/კ ფარში, მოვახვიოთ და შუაში ღია დავტოვოთ. საცხობ ფორმას დავაფინოთ პერგამენტი, დავაწყოთ ელიაშები, თითოეულში ჩავასხათ 1ს/კ ადუღებული წყალი, ჩავდოთ 5-10 გრ კარაქი, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წთ. ნამდვილი თათრული ვაკ ბელიაში ოდნავ გავაცივოთ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო