ნამდვილი უზბეკური სამსა

ნამდვილი უზბეკური სამსა ცნობილია თავისი პიკანტურობით, აქვს არაჩვეულებრივი გემო, ნოყიერია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ხორცი  650გრ;
  • ფქვილი  1კგ;
  • წყალი  2ჭ;
  • ხახვი  4თ;
  • კვერცხის გული  1ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • სეზამის მარცვლები  გემოვნებით;
  • ზეთი, კარაქი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. გავარჩიოთ, გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ ხახვი. ხორცი და ხახვი ჩავყაროთ ზეთიან ტაფაში, ამოვურიოთ, მარილი და პილპილი დავაყაროთ, შევწვათ. გადმოვდგათ და გავაცივოთ. ფქვილს დავასხათ წყალი, მარილი დავაყაროთ და ცომი მოვზილოთ. დავყოთ ბურთულებად, გავაბრტყელოთ, დავდოთ ხორცის გულსართი და ზემოდან კარაქის ნაჭერი დავადოთ. ცომი ისეთნაირად შევკრათ, რომ სამკუთხედი გამოვიდეს. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, დავაწყოთ საცხობ ფორმაზე და შევდგათ ღუმელში. გამოვაცხოთ 20 წთ 200გრადუსზე. შეგვიძლია ტაფაშიც შევწვათ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო