ნამცხვარი მაკარონი

მსუბუქი და ჰაეროვანი ფრანგული დესერტია, ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში. დამზადების დრო: 1 სთ 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ნუშის ფქვილი  135გრ;
  • შაქრის პუდრა  1,5ჭ;
  • კვერცხის ცილა  3ც;
  • შაქარი  5ს/კ;
  • ვანილის ექსტრაქტი  1ჩ/კ;
  • საკვები საღებავი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ნუშის ფქვილს დავუმატოთ შაქრის პუდრა, ავურიოთ და ორჯერ გავცრათ. მიქსერის მაქსიმალურ სიმჩქარეზე ავთქვიფოთ ცილები, თითო ს/კ შაქარი ვამატოთ, ვთქვიფოთ, დავამატოთ ვანილის ექსტრაქტი. როცა მასა გამკვრივდება, თანდათან დავამატოთ მშრალი მასა. ამოვურიოთ ზემოდან ქვემოთ, ნაწილს დავამატოთ საღებავი. გადავიტანოთ საკონდიტრო ტომსიკაში. მრგვალი ფორმები დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, დავაყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე 15-60 წთ. შემდეგ შევდგათ 135-140 გრადუსზე 3 წთ. ღუმელის კარი ოდნავ ღია დავტოვოთ. შემდეგ დავხუროთ და 15-16 წთ გამოვაცხოთ. სურვილისამებრ, შეგვიძლია კრემით ან ჯემით შევაერთოთ ნამცხვრები. ნამცხვარი მაკარონი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო