“ნაპოლეონი” ლიმონის კრემით

ყველასათვის ნაცხნობ და საყვარელ “ნაპოლეონს” ლიმონის კრემი კიდევ უფრო საოცარ და განუმეორებელ გემოს ანიჭებს. სცადეთ და ისიამოვნეთ ოჯახის წევრებთან ერთად! დამზადების დრო: 5 სთ. ულუფა: 4-6.

ინგრედიენტები:

  • ცომი:
  • ფქვილი  3,5ჭ;
  • კარაქი  400გრ;
  • ცივი წყალი  30-40მლ;
  • მარილი  2მწიკვი;
  • კრემი:
  • რძე  800მლ;
  • ფქვილი  5ს/კ;
  • შაქარი  100გრ;
  • კარაქი  50გრ;
  • ლიმონი  0,5ც;
  • კვერცხის გული  2ც;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავცრათ ფქვილი,  დავამატოთ დაჭრილი კარაქი და მარილი და ხელით შევასრისოთ, ქვიშისებური მასა უნდა მივიღოთ. დავასხათ წყალი და ცომი მოვზილოთ. გავყოთ პატარა ბურთულებად, დაახლ. 7ც, შევდგათ საყინულეში 5-10 წთ. შემდეგ თითოეული ბურთულა გავაბრტყელოთ, თეფშით ან რაიმე მრგვალი საგნით ამოვჭრათ ცომი, ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით, გადავიტანოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაში. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3-5 წთ. გავაცივოთ. კრემი: სქლძირიან ქვაბში მოვათავსოთ კვერცხის გულები, დავამატოთ შაქარი, ცივი რძე, ფქვილი და ავთქვიფოთ, “კორკოშები” არ უნდა დაგვრჩეს. ლიმონს მდუღარე წყალი გადავავლოთ, ნახევარი ლიმონის ცედრა გავხეხოთ, წვენიც ნახევრიდან გამოვწუროთ და ქვაბში ჩავამატოთ. დავდგათ საშუალო ცეცხლზე, ვურიოთ მანამ, სანამ არ გასქელდება. შევურიოთ კარაქი და გადმოვდგათ. გავაცივოთ. შემდეგ ფენები კრემით შევაერთოთ. 2 ფენა დავფშვნათ და გვერდებზე და ზემოდან მოვაყაროთ. “ნაპილეონი” ლიმონის კრემით შევდგათ მაცივარში 4-5 სთ ( 2 სთ შემდეგ გადმოვიღოთ და ოდნავ დავაწვეთ). გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო