ნავები ფენოვანი ცომით

ულამაზესი და უგემრიელესი ღვეზელებია ნავის ფორმით. კარგი იდეაა საუზმეზე ჩაისთან ერთად ან უცბად წასახემსებლად. დამზადების  დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი  600გრ;
  • კარტოფილის პიურე  250გრ;
  • ხორცი  150 გრ;
  • ხახვი  1თ;
  • მჟავე კიტრი  1-2ც;
  • კვერცხი  1ც;

მომზადების წესი:

ფენოვანი ცომი შეგვიძლია თავად მოვზილოთ სასურველი რეცეპტით, შეგვიძლია მზა გამოვიყენოთ. მოვხარშოთ კარტოფილის პიურე, ხორცი ძალიან წვრილად დავჭრათ. შევწვათ ხახვთან ერთად ( ბოლომდე არა). კიტრი კუბიკებად დავჭრათ, ცომი დავჭრათ მართკუთხედებად, გავაბრტყელოთ და თავში და ბოლოში ჩავჭრათ. შუაში ჩავდოთ ჯერ პიურე, შემდეგ ხორცი და ბოლოს კიტრი. გადავკეცოთ ბოლოები, შუაში იქნება ღია გულსართი, კიდეები კი ნავისებურად შემოვუკეცოთ. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, დავაწყოთ ცხიმწასმულ საცხობზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15 წთ. ნავები ფენოვანი ცომით ოქროსფრად დაიბრაწება. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო