ნიახურის სუპ-პიურე

ნიახურის სუპ-პიურე ნაზი, კრემისებური, მსუბუქი კერძია. თან სასარგებლოა. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 4-6ც.

ინგრედიენტები:

  • ხახვი  1თ;
  • ნიახურის ძირი  0,5ც;
  • ნიახურის ღერები  2-3ც;
  • პრასი  2ღერი;
  • ნიორი  3კბილი;
  • კარტოფილი  3ც;
  • ბულიონი ან წყალი  1ლ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ნაღები  100მლ (სურვილისამებრ);
  • კარაქი  50გრ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ნიახურის ძირი პატარა კუბიკებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ პრასი. ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ნიახურის ღერები, პრასი, წვრილად დაჭრილი ხახვი. დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ვშუშოთ 5 წთ, საშუალო ცეცხლზე. ცეცხლს დავუწიოთ მინიმუმამდე, თავზე დავაფაროთ და 5-7 წთ ვშუშოთ. დავამატოთ ნიახურის ძირი, ბულიონი ან წყალი. წამოვადუღოთ, დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი. დავაყაროთ მარილი, პილპილი. საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 15 წთ. ეს მასა გადავიტანოთ ბლენდერის კონტეინერში, დავაბლენდეროთ. დავამატოთ ნაღები და შევათბოთ ცეცხლზე. არ უნდა ადუღდეს. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო