ნიგვზიანი მილაკები

ფხვიერი, გემრიელი, არაჩვეულებრივი გულსართით – ასეთია ნიგვზიანი მილაკები! ყავაზე და ჩაიზე მისაყოლებლად კარგი დესერტია. მომზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • ზეთი  150მლ;
  • წყალი  150მლ;
  • ნიგოზი  150გრ;
  • შაქარი  150გრ;
  • ფქვილი  400გრ;

მომზადების წესი:

ქვაბში ჩავასხათ წყალი და ზეთი. წამოვადუღოთ და გადმოვდგათ, გავაცივოთ. დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი, ელასტიური წვლილი. გარჩეული ნიგოზი დავაბლენდეროთ. დავამატოთ შაქარი. გავაბრტყელოთ ცომი 3 მმ-ზე. დავჭრათ მართკუთხედად, 10 X 5 სმ. დავდოთ თითოეულზე ნიგვზიანი გულსართი და გადავახვიოთ. დავაწყოთ მილაკები ცხიმწასმულ საცხობზე და შევდგათ 220 გრადუსზე ღუმელში, გამოვაცხოთ 25 წთ. მზა მილაკებს დავაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით. დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო