ნიგვზიანი მწვანე ლობიო

უგემრიელესი კერძი გამოდის. არომატულია. ფხალის ვარიანტადაც მოიაზრება. დამზადების დრო: 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • მწვანე ლობიო 200გრ;
  • ნიგოზი  50-70გრ;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • ზეთი  1ს/კ;
  • ხმელი ქინძი, წითელი დაფქული პილპილი, მარილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეთი, დავჭყლიტოთ ნიორი და სუნელებთან ერთად საშუალო ცეცხლზე ოდნავ შევათბოთ, ასე არომატი უფრო გაიხსნება. დავამატოთ მწვანე ლობიო და ვშუშოთ 3-5 წთ, თავდახურულ ტაფაში.  ნიგოზი წვრილად დავკეპოთ და დავამატოთ ლობიოს. 1-2 წთ ვშუშოთ, მარილი დავაყაროთ, ამოვურიოთ და გადმოვდგათ. აი, ასეთი განსხვავებული ნიგვზიანი მწვანე ლობიო შემოგთავაზეთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო