ნიგვზიანი რულეტები ხაჭოს ცომით

ნიგვზიანი რულეტები ხაჭოს ცომით უგემრიელესი გამოდის. მათი მომზადება ერთი სიამოვნებაა, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან ერთად. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

ცომი:

  • ფქვილი  150გრ;
  • ხაჭო 9%-იანი  75გრ;
  • ნაღები  3ს/კ;
  • ზეთი  3ს/კ;
  • შაქარი  35გრ;
  • მარილი  1-2მწიკვი;
  • ვანილი  8გრ;
  • გამაფხვიერებელი  8გრ;
  • გულსართი:
  • გატარებული ნიგოზი  100გრ;
  • შაქარი  35გრ;
  • ნაღები  35მლ;

 

  • შავი შოკოლადი  25გრ (მინანქარი);
  • შაქრის პუდრა  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

კონტეინერში ცომის ინგრედიენტები მოვათავსოთ და მოვზილოთ მიქსერით. ცომი უნდა იყოს რბილი, შევახვიოთ ცელოფანში და მაცივარში შევდოთ 20 წთ. გატარებულ ნიგოზს დავამატოთ შაქარი და ნაღების ნახევარი. თუ გულსართი თხელია, ცოტა ფქვილი დავუმატოთ. ცომი თხლად გავაბრტყელოთ, 6 გრძელ თანაბარ ნაწილად დავჭრათ. თითოეულზე თავში დავდოთ გულსართი, გადავახვიოთ, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, წავუსვათ დარჩენილი ნაღები და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20-25 წთ. მზა რულეტებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მოვასხათ გამდნარი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო