ნიგვზიანი რულეტი საფუარიანი ცომით

ამ რეცეპტით გამომცხვარი რულეტი გამოდის რბილი, ფაფუკი და სასიამოვნო. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  7ჭ;
  • შაქარი  1ჭ (+ 1ჭ გულსართში);
  • კარაქი  250გრ (+100გრ გულსართში);
  • მარილი  0,5ჩ/კ;
  • კვერცხი  3ც;
  • საფუარი  50გრ;
  • რძე  2ჭ (+100მლ );
  • არაჟანი  1ჭ;
  • ნიგოზი  1კგ;
  • შესქელებული რძე ან თაფლი  5 ს/კ;
  • მომზადების წესი:

შევათბოთ რძე, დავამატოთ საფუარი, 2 ჩ/კ შაქარი, კარგად გავხსნათ და დავაყოვნოთ რამოდენიმე წთ. 1ც კვერცხის გული შევინახოთ, დანარჩენი ჩავახალოთ ჯამში, დავამატოთ შაქარი, გამდნარი კარაქი, არაჟანი, მარილი და ავთქვიფოთ.  დავამატოთ საფუარიანი მასა,  ფქვილი, მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 2 სთ. ამოსული ცომი ერთხელ ჩავზილოთ, მეორედ რომ ამოვა, გავყოთ 5 ნაწილად. გულსართი: გავატაროთ ან დავაბლენდეროთ ნიგოზი, დავამატოთ შაქარი, გამდნარი კარაქი, შესქელებული რძე, კარგად ავურიოთ. გავაბრტყელოთ ცომი, გავანაწილოთ გულსართი, გადავახვიოთ, ზემოდან წავუსვათ რძესთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული, დანარჩენი ცომიც ასე დავამუშავოთ. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში,  შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 30 წთ. აი, ასე მარტივად ცხვება ნიგვზიანი რულეტი საფუარიანი ცომით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო