ნიგვზიანი რულეტი

ნიგვზიანი რულეტი მარტივად მზადდება, გამოდის უგემრიელესი. შეგიძლიათ ერთი მთლიანი ან პატარა რულეტები გამოაცხოთ. ჩაისთან და ყავასთან არაჩვეულებრივია! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კარაქი  200გრ;
  • შაქარი  200გრ;
  • ფქვილი  400გრ;
  • ნიგოზი  150გრ;
  • კვერცხი  3ც;
  • არაჟანი  300გრ;
  • ვანილი 1ც;
  • მარილი მწიკვი;

მომზადების წესი:

გავხეხოთ კარაქი (მარგარინიც შეიძლება). შევურიოთ ფქვილს, დავამატოთ არაჟანი,მწიკვი  მარილი, 0,5ჭ შაქარი , ვანილი, 2ც კვერცხი. მოვზილოთ რბილი ცომი. მოვხალოთ (ისეც შეიძლება) ნიგოზი და გავატაროთ, შევურიოთ დარჩენილი შაქარი. ცომი გავაბრტყელოთ 5მმ სისქეზე, გადავანაწილოთ ნიგვზიანი გულსართი და გადავახვიოთ ცომი. წავუსვათ 1ც ათქვეფილი კვერცხი, შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო