“ნისუაზი”

ნოყიერი, გემრიელი, შესანიშნავი კერძია სადილად ან ვახშმად. მწყერი კარგად ეხამება ბოსტნეულს. სადღესასწაულო სუფრაზეც ღირსეულ ადგილს დაიკავებს. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • მწყერი  8ც;
  • მწვანე ლობიო  450გრ;
  • კარტოფილი  450გრ;
  • სატაცური  450გრ;
  • ზეთისხილი  300გრ;
  • პომიდორი  500გრ;
  • მწყრის კვერცხი  12ც;
  • ზეითუნის ზეთი  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ტარხუნა  გემოვნებით;

მომზადების წესი;

მოვხარშოთ კვერცხი და გავარჩიოთ. გავრეცხოთ კარტოფილი, ლანიანად დავჭრათ. გავრეცხოთ დანარჩენი ბოსტნეული, სატაცური, კარტოფილი და მწვანე ლობიო გადავურიოთ ერთმანეთს. გადავიტანოთ შესაწვავ ფორმაში, დავაწყოთ ზეთის ხილი, პომიდორი, ზეთი მოვასხათ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ამოვურიოთ. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წთ. გავრეცხოთ და გავჭრათ შუაზე მწყერი, თითოეულს წავუსვათ ზეთი, მარილი, პილპილი და დაფქული ტარხუნა. გამოვიღოთ ბოსტნეული და დავაწყოთ ზედ მწყრები, შევდგათ ღუმელში 20-30 წთ. “ნისუაზი” სუფრაზე თბილი გავიტანოთ, ზემოდან დავაწყოთ შუაზე გაჭრილი კვერცხები. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო