ოლადები ფრანგულად

ოლადების გამოცხობა ყველა დიასახლისმა იცის, მაგრამ, აი,  ოლადები ფრანგულად როგორია, ამ რეცეპტით შეიტყობთ. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  1ც;
  • მარილი  მწიკვი;
  • შაქარი  1ს/კ;
  • რძე  0,5ჭ;
  • ფქვილი  0,5ჭ;
  • ზეთი  20მლ;

მომზადების წესი:

რძე ქვაბში ჩავასხათ, შაქარი და მარილი დავამატოთ და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ,  ჩავამატოთ ფქვილი, მოვურიოთ. ჩავახალოთ კვერცხი, გადავურიოთ, თუ ცომი სქელია, რძე დავამატოთ. ტაფაში ჩავასხათ ზეთი, გავაცხელოთ და თითო ს/კ ცომი დავდოთ. ოლადები დაბალ ცეცხლზე შევწვათ, ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო