ოლივიე თინუსით

ოლივიე თინუსით განსხვავდება კლასიკური ოლივიესაგან, გამოდის გემრიელი, პიკანტურია. ვიზუალურად ლამაზია, დაამშვენებს საზეიმო სუფრას. დამზდების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • წითელი ხახვი  1თ;
  • კარტოფილი  3ც;
  • სტაფილო  1ც;
  • მწვანე ბარდის კონსერვი  100გრ;
  • ღვინის ძმარი  3ს/კ;
  • მაიონეზი  100გრ;
  • ნატურალური ან ბერძნული იოგურტი  70გრ;
  • მდოგვი  1ჩ/კ;
  • თინუსის კონსერვი  1ც;
  • კვერცხი  3ც;
  • მჟავე კიტრი  100გრ;
  • მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გარეცხილი სტაფილო და კარტოფილი მოვხარშოთ, ცალკე მოვხარშოთ კვერცხიც, გავაცივოთ და გავარჩიოთ. გარჩეული ხახვი დავჭრათ, ძმარი დავასხათ და ცოტა ხანს გავაჩეროთ. საკმაზი: შევურიოთ იოგურტი, მაიონეზი, მდოგვი, მარილი ერთმანეთს. გადავწუროთ თინუსის კონსერვი და ჩანგლით დავანაწევროთ. კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ. ასევე დავჭრათ სტაფილოც, კიტრი და კვერცხი და დავამატოთ. დავაყაროთ ბარდა, ხახვი გავწუროთ და დავამატოთ თინუსთან ერთად. მოვასხათ საკმაზი და ამოვურიოთ. განიერ თეფშზე დავდოთ მრგვალი გასასხსნელი ფორმა, სალათი გადავიტანოთ მასში, შუაში ამობრუნებულად ჩავდგათ ჭიქა, შემდეგ აკურატულად ამოვიღოთ და ფორმაც შემოვხსნათ. ზემოდან მოვრთოთ კამის ღერებით, დაჭრილი სტაფილოთი, ბარდის მარცვლებით, ზეთისხილით, გახეხილი კვერცხის ცილით. კერძი ცოტა ხანს დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო