
ნაკლები ძალისხმევით უმოკლეს დროში შეძლებთ ამ კერძის მომზადებას. ორაგული ფორთოხლის სოუსში არომატული გამოდის. დამზადების დრო: 35 წთ. ულუფა: 2.
ინგრედიენტები:
- ორაგულის სტეიკი 2ც;
- ფორთოხალი 2ც;
- ლიმონი 1ც;
- მდოგვი 1ს/კ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
გავწუროთ 1ც ფორთოხალი და 0,5ც ლიმონი. დავამატოთ მდოგვი, ავურიოთ. ფილეს მარილი და პილპილი წავუსვათ, დავასხათ ფორთოხლის სოუსი და დავაყოვნოთ 10-15 წთ. საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ფოლგა, დავაწყოთ დაჭრილი მეორე ფორთოხალი და ნახევარი ლიმონი. ზემოდან ორაგულის ფილე დავაწყოთ, დავასხათ დარჩენილი მარინადი. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება