ორფენიანი ბრაუნი

ორფენიანი ბრაუნი ცოტათი განსხვავებულია, ემატება თეთრი ფენაც. გამოდის უნაზესი და უგემრიელესი დესერტი. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარაქი  150 გრ ( 50 გრ მუქ ფენაში, 100გრ თეთრში);
  • ფქვილი  120გრ;
  • შავი შოკოლადი  100გრ;
  • თეთრი შოკოლადი  180გრ;
  • შაქრის პუდრა  40გრ;
  • კაკაო  45 გრ;
  • შაქარი  200გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • კრემისებური ლიქიორი  6ს/კ;
  • მარილი  ¼ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავალღოთ შავი შოკოლადი, დავამატოთ დარბილებული კარაქი. ცალკე ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი. მეორე ჯამში ფქვილი, კაკაო და მარილი შევურიოთ. სამივე მასა შევაერთოთ და ცომი მოვზილოთ. დავამატოთ ლიქიორი. საცხობ ფორმას ცხიმი წავუსვათ და დავასხათ ცომი, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 17 წთ. გავალღოთ თეთრი შოკოლადი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, დავაყაროთ შაქრის პუდრა და ავთქვიფოთ. როცა ბრაუნი გაცივდება, თეთრი ფენა წავუსვათ თანაბრად. შევდგათ 1 სთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო