ოსპის ფაფა

ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. წითელი ოსპი ძალიან სასარგებლო პარკოსანი კულტურაა. ჩართეთ თქვენს რაციონში და იკვებეთ ჯანსაღად და გემრიელად. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • წითელი ოსპი 200გრ;
  • წყალი  300მლ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • კარაქი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გამდინარე წყალსი გავრეცხოთ ოსპი, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ავადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლს და 10 წთ ვადუღოთ თავდახურული, პერიოდულად ვურიოთ. მზა კერძი ფერს შეიცვლის, გაყვითლდება ოდნავ. მარილით, პილპილით და კარაქით გემოვნებით  შევანელოთ. გემრიელად მიირთვით ოსპის ფაფა! მოგვწერეთ, მოგწონთ თუ არა.

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო