პასტა ბროკოლით ნაღების სოუსში

თუ ძალიან სწრაფად უნდა მოამზადოთ რაიმე კერძი, ეს რეცეპტი თქვენთვისაა! ზოგადად, მაკარონი ძალიან გემრიელი პროდუქტია, ნაღების სოუსით კი საოცარი გამოდის. დამზადების დრო: 25 წთ.

ინგრედიენტები:

  • მაკარონი  170გრ;
  • ბროკოლი  400გრ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მდნარი ყველი  2ც;
  • ნაღები  1ჭ;
  • ნიორი  1კბილი;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ბროკოლი დავყოთ ყვავილედებად, ჩავდოთ ცხელ წყალში ვადუღოთ 5 წთ და ამოვიღოთ. დავდგათ წყალი მაკარონისთვის. წვრილად დავკეპოთ ნიორი, დავჭრათ მდნარი ყველი, ტაფაში ჩავასხათ ნაღები, წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი და ნიორი, ჩავაწყოთ ყველი და დაველოდოთ მის  ბოლომდე გალღობას. შემდეგ დავამატოთ ბროკოლი, 2 წთ ვშუშოთ. მოვხარშოთ მაკარონი, გადავწუროთ, დავასხათ სოუსი. პასტა ბროკოლით ნაღების სოუსში მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო