პასტა ისპანახით

მსუბუქი, ნოყიერი, გემრიელი კერძია. დაბალკალორიულია, სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • მაკარონი  250გრ;
  • ნიორი  2კბილი;
  • ისპანახი  200გრ;
  • ბაზილიკი  50გრ;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • პარმეზანი  1/3ჭ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მდუღარე წყალში მოვხარშოთ მაკარონი, დავამატოთ დაკეპილი ნიორი და მარილი. გადავწუროთ, 0,5ჭ მაკარონის ნახარში შევინახოთ. გავაცხელოთ ზეთი, დავამატოთ მაკარონი,  დავასხათ 0,5ჭ ნახარში, ჩავდოთ ისპანახი და ბაზილიკი, მარილი და პილპილი დავაყაროთ და საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ, სულ ვურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გახეხილი პარმეზანი დავაყაროთ. პასტა ისპანახით ცხელი გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო