პასტა პომიდვრითა და მოცარელათი

ნოყიერი და მსუბუქი კერძია. ვახშმის კარგი ვარიანტია. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

პასტა რიგატონი ან მოკლე მაკარონი  330 გრ;

პომიდორი  900 გრ;

  • ბალზამიკოს ძმარი  1ს/კ;
  • ზეითუნის ზეთი  3ს/კ;
  • ნიორი  3კბილი;
  • დაღერღილი წითელი წიწაკა  1/4ჩ/კ;
  • დაჭრილი ოხრახუში  1/2ჭ;
  • თავშავა  1ს/კ (ორეგანო);
  • მოცარელა  240გრ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ მაკარონი და გადავწუროთ, გავრეცხოთ და დავჭრათ პომიდორი, დავამატოთ ძმარი, მარილი, ავურიოთ. გავაცხელოთ ზეთი, ჩავდოთ დაჭრილი ნიორი, ვშუშოთ 4 წთ. გადმოვდგათ, დავამატოთ წიწაკა, ავურიოთ, დავამატოთ პომიდორს. ამ მასას დავამატოთ ოხრახუში, თავშავა, ყველი მოცარელა, მაკარონი და ამოვურიოთ. პასტა პომიდვრითა და მოცარელათი ცხელი გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო