პასტა-სალათი “ორზო”

იტალიურ სამზარეულოში პასტა-სალათებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ძალიან გემრიელია და მარტივადაც მზადდება. ამ რეცეპტით მომზადებული პასტა სალათი “ორზო” კარგი იდეაა სადილის ან ვახშმისათვის. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 6ც.

ინგრედიენტები:

  • პასტა “ორზო”  480გრ (წვრილი მაკარონია, ბრინჯს ჰგავს);
  • შავი უკურკო ზეთისხილი  200გრ;
  • პომიდვრის კონსერვი ზეთში  100გრ;
  • პარმეზანი  100გრ;
  • მწვანე ხახვი  4ღერი;
  • რუკოლა  50გრ;
  • წითელი ღვინის ძმარი  60მლ;
  • ზეითუნის ზეთი  120მლ;
  • შაქარი  1ჩ/კ
  • დიჟონის მდოგვი  2ჩ/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ პასტა, გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, ხახვი და ზეთისხილი. წვრილად დავახეხოთ ყველი.  საკმაზი: მდოგვს დავამატოთ მარილი, პილპილი, შაქარი და ძმარი. საკმაზი დავასხათ სალათს, დავამატოთ რუკოლა და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო