პელმენები ღორის ხორცით

ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც არ უყვარს ეს არომატული, გემრიელი პელმენები, თან არაჟანთან ერთად! დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

ცომი:

  • ფქვილი  900გრ;
  • კვერცხი  6ც;
  • ცივი წყალი  1-2ჭ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ღორის ხორცის ფარში  1500გრ;
  • ხახვი  2თ;
  • ნიორი  5კბილი;
  • კვერცხი  1ც;
  • ოხრახუში  1კონა;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ჯერ მოვზილოთ ცომი: დიდ ჯამში გავცრათ ფქვილი, ჩავახალოთ კვერცხი, დავაყაროთ მარილი. თანდათან ვამატოთ ცივი წყალი. მოვზილოთ ცომი, მოვაგუნდავოთ, ჯერ ცელოფანში გავახვიოთ, ჩაის ტილო გადავაფაროთ და დავაყოვნოთ 15-20 წთ. გავრეცხოთ ხორცი და ხორცსაკეპში გავატაროთ. შევურიოთ გარეცხილი, წვრილად დაკეპილი მწვანილი, პილპილი და მარილი. გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები, ჩავდოთ გულსართი და შევახვიოთ. მოვხარშოთ მდუღარე მარილწყალში. 5 წთ ვხარშოთ. პელმენები ღორის ხორცით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო