პელმენები საქონლის ხორცით

ძალიან გემრიელია, ნოყიერი. ამ კერძის მომზადებისას საოცარი სიმყუდროვე იქმნება. შინაურულია, ახლობლური. მომზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  470გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი  გემოვნებით;
  • საქონლის ხორცი  700გრ;
  • ხახვი  400გრ;
  • ნიორი  2კბილი;
  • პილპილი  გემოვნებით;
  • წყალი ან რძე  200მლ ( ცომი – 130მლ, ფარში – 70მლ);

მომზადების წესი:

გავცრათ ფქვილი, ამოვაღრმავოთ და ჩავასხათ წყალში გათქვეფილი კვერცხი მარილთან ერთად. მოვზილოთ მკვრივი ცომი და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 30 წთ. გავრეცხოთ ხორცი, დავჭრათ და ხორცსაკეპში გავატაროთ. გავარჩიოთ ნიორი, ხახვი, გავრეცხოთ და დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ფარშს, დავასხათ წყალი, დავამატოთ მარილი და პილპილი და გადავურიოთ. ცომი გავყოთ ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ. ერთი ფირფიტა დავადოთ პელმენების ფორმას, თითოეულ დანაყოფში ჩავდოთ ფარში, მეორე ფირფიტა დავაფაროთ და ცომის საბრტყელებელი გავატაროთ ზემოდან. ზედმეტი ცომი მოვაცილოთ, ამოვაბრუნოთ ფორმა, პელმენები გადმოცვივდება. მოვხარშოთ მდუღარე მარილწყალში, წამოდუღებიდან 7-10 წთ. პელმენები საქონლის ხორცით დასაგემოვნებლად მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო