პელმენების ცომი მინერალური წყლით

ამ კერძში ცომიც იდეალური უნდა იყოს და გულსართიც. სცადეთ ეს რეცეპტი!. მშვენიერი პელმენები გამოგივათ ამ ცომით! დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • მინერალური წყალი  1ჭ;
  • ფქვილი  3ჭ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • ზეთი  3ს/კ;
  • კვერცხი  1ც;
  • შაქარი  1ს/კ;

მომზადების წესი:

ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად. დავამატოთ ზეთი, რომ ცომი რბილი და ელასტიური გამოვიდეს. დავასხათ მინერალური წყალი. ფქვილი გავცრათ. მოვზილოთ ცომი, უმჯობესია მიქსერით. დავაყოვნოთ 20 წთ. შემდეგ გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები, ჩავდოთ სასურველი ფარში, შევახვიოთ და მდუღარე მარილწყალში მოვხარშოთ. აუცილებლად გამოიყენეთ პელმენების ცომი მინერალური წყლით! დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი.

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო