პეროგი ღანძილით

პეროგი ღანძილით უსწრაფესად და უმარტივესად მზადდება. გამოდის ნაზი, ხრაშუნა და წვნიანი. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ღანძილი  2კონა;
  • მაგარი სახეობის ყველი  200გრ;
  • ტომატის პასტა  2ს/კ;
  • თხელი ლავაში  2ც;
  • ზეთი  1ს/კ;
  • ხახვი  1თ;
  • სოიოს სოუსი  2ს/კ;
  • კამა, ოხრახუში  თითო კონა;

მომზადების წესი:

გამდინარე წყალში გავრეცხოთ ღანძილი, შევაშროთ და წვრილად დავჭრათ. მოვშუშოთ ზეთში 1-2 წთ, დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. შემდეგ დავამატოთ ტომატი, სოიოს სოუსი, ავურიოთ და 2 წთ ვშუშოთ. გავხეხოთ ყველი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ლავაში 4 ნაწილად დავჭრათ, საცხობში დავდოთ 1 ფენა, დავადოთ მოშუშული ღანძილი (ნახევარი), დავადოთ მეორე ფენა და ყველიანი მასის ნახევარი დავაყაროთ. ასე გავაგრძელოთ. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და 10 წთ გამოვიღოთ. ოდნავ გავაცივოთ პეროგი ღანძილით და სასურველი ფორმის ნაჭრებად დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო