
მარტივი, შინაურული პეროგია, რომელიც ყოველდღიურობას ცოტათი მაინც გაგილამაზებთ და ყავის დალევის პროცესს გაგიხალისებთ. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 5-6.
ინგრედიენტები:
- კეფირი 1ჭ;
- შაქარი 1ჭ;
- კვერხი 1ც;
- კომშის მურაბა 1ჭ;
- ფქვილი 2ჭ;
- სოდა 1ჩ/კ;
- კაკაოს ფხვნილი 3ს/კ;
მომზადების წესი:
კეფირში ჩავყაროთ შაქარი, ჩავახალოთ კვერცხი და ავურიოთ. შაქარი მთლიანად უნდა გადნეს. დავამატოთ მურაბა, ავურიოთ, დავამატოთ ფქვილი, სოდა ძმრით და კაკაო. მოვზილოთ თხელი ცომი. გადავიტანოთ სილიკონის საცხობ ფორმაში. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წთ. აი, ასე მარტივად, პეროგი კომშის მურაბით მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება