პეროგი თევზითა და ბრინჯით

განსხვავებული და გემრიელი პეროგია, ნოყიერია. ვახშამზე კარგი იდეაა, ასევე წასახემსებლადაც. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი  1ს/კ;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  2კბილი;
  • თინუსის ზეთიანი კონსერვი  425 გრ;
  • პომიდვრის კონსერვი  125გრ;
  • რბილი ყველი  200გრ;
  • პარმეზანი  50გრ;
  • კვერცხი  3ც;
  • ისპანახი  100გრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი და ნიორი, წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. დავამატოთ გარეცხილი, დაჭრილი  სტაფილო,  გარეცხილი ბრინჯი, დავასხათ 1ჭ წყალი, წამოვადუღოთ, თავზე დავაფაროთ,  ცეცხლს დავუწიოთ და 10 წთ ვხარშოთ. გადმოვიღოთ თეფშზე. ჯამში ჩავდოთ თინუსი, პომიდორი, რბილი ყველი, გარეცხილი, მსხვილად დაჭრილი ისპანახი, ათქვეფილი კვერცხი დავასხათ და ბრინჯი დავამატოთ, დავაყაროთ მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. საცხობ ფორმას პერგამენტი დავაფინოთ და ბრინჯიანი მასა გადავანაწილოთ. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი, შევდგათ 190 გრადუსზე ღუმელში და გამოვაცხოთ 40-50 წთ.  მზა პეროგი თევზითა და ბრინჯით გადმოვიღოთ და 15 წთ ფორმაში დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო