პეროგი “ვულკანი” მოხარშული კრემით

პეროგი “ვულკანი” მოხარშული კრემით ორიგინალური, გემრიელი დესერტია. მას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ტორტი. უნაზესია. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  5ც (4ც ცომი, 1ც კრემი);
  • შაქარი  300გრ (200გრ ცომი, 100გრ კრემი);
  • რძე  650მლ (150მლ ცომი, 500მლ კრემი);
  • ზეთი  100მლ;
  • გამაფხვიერებელი  2ჩ/კ;
  • კაკაო  2ს/კ;
  • ფქვილი  300გრ;
  • სიმინდის სახამებელი  3ს/კ;
  • კარაქი  50გრ;
  • ვანილი  10გრ;

მომზადების წესი:

ჯერ მოვხარშოთ კრემი: ჯამში 1ც კვერცხი ჩავახალოთ, შაქარი დავამატოთ. ავურიოთ, დავამატოთ სახამებელი, რამოდენიმე ს/კ რძე და კარგად გადავურიოთ.  500მლ რძე დავდგათ ცეცხლზე, როცა წამოდუღდება, დავამატოთ სახამებლიანი ნარევი, ვურიოთ. დავამატოთ ვანილი, კარაქი, ამოვურიოთ. წამოვადუღოთ და გადმოვდგათ. ცომი: კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ. დავასხათ რძე, ზეთი, ავთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ავურიოთ. კაკაოც დავამატოთ და ამოვურიოთ. 20-22 სმ დიამეტრის გასახსნელ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი, ჩავასხათ ცომი, შუაში ჩავდოთ მოხარშული კრემი. შევდგათ ღუმელში 175-180 გრადუსზე 40-45 წთ. გადმოვიღოთ, 2 სთ დავაყოვნოთ ფორმაში, გადმოვიღოთ და სურვილისამებრ მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო