ფარშირებული ბადრიჯანი ზამთრისათვის

თან გემრიელია, თან ლამაზია! სასურველია, ერთი ზომის ბადრიჯანი შეარჩიოთ. ფარშირებული ბადრიჯანი ზამთრისათვის კარგად ინახება. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი  2,3კგ;
  • სტაფილო  ½კგ;
  • ხახვი  100გრ;
  • ნიორი  6-8კბილი;
  • ოხრახუში   100გრ (ძირი);
  • ოხრახუში  20გრ (მწვანილი);
  • მარილი  40გრ;
  • ზეთი  200გრ;
  • ნიახური  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბადრიჯანი, მოვაჭრათ ყუნწი, გავჭრათ სიგრძეზე. მოვხარშოთ მარილწყალში 30-40 წთ. მოხარშული ბადრიჯანი ლითონის ბადეზე დავაწყოთ, რაიმე პრესი დავადოთ, რომ დაიწუროს. გავარჩიოთ ხახვი, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. გარეცხილი სტაფილო და ოხრახუშის ძირი დავჭრათ და მეორე ტაფაში მოვხრაკოთ ზეთში. შემდეგ შევურიოთ ხახვს. დავამატოთ წვრილად დაკეპილი ოხრახუში, ავურიოთ და გავაცივოთ. ჩავტენოთ ეს მასა თითოეულ ბადრიჯანში და ნიახურის ღერით შევკრათ. ჩავაწყოთ ქილებში, ფენებს შორის დაჭრილი ნიორი დავაწყოთ. ქილებს დოლბანდი შემოვახვიოთ სახურავის ნაცვლად და დავაყოვნოთ 3 დღე გრილ ადგილას. შემდეგ დავასხათ ადუღებული, გაციებული ზეთი და დავახუროთ სახურავები. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო